ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

37 გარდაცვლილი და 3 443 ახალი შემთხვევა, – ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში.

ქვეყანაში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მზარდია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა.