ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში

კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯლაში, რომლიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახელებული. შუახნის ქალი ამ წუთებში რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. კონტაქტებისა და წყაროს მოძიების მიზნით, ეპიდემიოლოგთა ჯგუფმა უკვე დაიწყო მუშაობა აღნიშნულ სოფელში.

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა რუსთავთანაა დაკავშირებული. 84 წლის ქალს, კოვიდ-19 ოჯახის წევრისგან გადაედო, ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აგრძელებს მკურნალობას.