ეპიდემიოლოგიური ვითარება - რეგულაციები ვაქცინაციის პროცესში

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო წერტილოვანი შეზღუდვები ფართოვდება.

კასპის, ოზურგეთის და ლანჩხუთის შემდეგ ახალი ეპიდ-კერა ჩნდება აბაშის ორ სოფელში. კონტროლი მკაცრდება თავყრილობების და სოციალური ღონისძიებების გამართვაზე. ცვლილებები შედის ვაქცინაციის გეგმაშიც. ევროპის წამლის სააგენტოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნების გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოში ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 55 წელზე უფროსი ასაკის პირებს აცრიან. დამატებითი კვლევების შემდეგ ჯანმო და ევროპის წამლის სააგენტო უშვებს ალბათობას, რომ „ასტრაზენეკას“ და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის შესაძლოა მცირე კავშირი იყოს. ევროპის რამდენიმე ქვეყანას ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში „ასტრაზენეკას“ გამოყენება უკვე შეჩერებული აქვს. 55 წელს ქვემოთ კი საქართველოში 15 მარტიდან უკვე ასეულობით პირია აცრილი. მათი მეორე დოზის საკითხზე ქართული მხარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება.