ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსი 373 ადამიანს დაუდგინდა. ქვეყანაში სულ 7774 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 3255 გამოჯანმრთელებული და 98 გარდაცვლილი.

აზერბაიჯანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 54-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის ორი ახალი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა სრული რაოდენობა უკვე 4 568-ს შეადგენს. რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 161 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 8 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთში კი-  გარდაცვლილთა რიცხვი 34-ით გაიზარდა. ინფიცირებულია 159 797-ს ადამიანი.