ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე დღეს იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, იანვრის ბოლო სამი კვირის მანძილზე გრიპის შემთხვევები მზარდია და თუ მომავალ კვირას შემთხვევებმა იკლო, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ პიკურმა პერიოდმა გადაიარა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის „ბე “ტიპის ვირუსი ჭარბობს, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 36% ს შეადგენს. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ჩხაიძის თქმით, საგრძნობლად გაზრდილია 5 წლამდე ბავშვების მომართვიანობა იაშვილის სახელობის კლინიკაში, რის გამოც, დამატებით 25-საწოლიანი დეპარტამენტის გათავისუფლება დასჭირდათ. როგორ ავირიდოთ ვირუსი თავიდან ან როგორ მოვიქცეთ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ამ რეკომენდაციებზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამაც ისაუბრა.