ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 233 ახალი შემთხვევა.

აქედან 1 924 დედაქალაქს უკავშირდება. მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი და 9 პროცენტს აჭარბებს. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით გრძელდება ვაქცინაცია.