ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და მორიგი ანტირეკორდი. 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გასულ დღე-ღამეში. მატების დინამიკა ნარჩუნდება. დღითიდღე რთულდება ეპიდვითარება. ქვეყანა კლასტერულიდან უკვე მასობრივ გავრცელებაზე გადავიდა. ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ია. პარალელურად, იმუნიზაცია გრძელდება. აცრას იკეთებენ სკოლის პედაგოგები. პროცესს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო.

მოამბე