ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა, 537 კი  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ყველაზე მეტი 290 დედაქალაქში დაფიქსირდა. ახალი კოვიდ-პაციენტების მაჩვენებლის მკვეთრი კლება, შედარებით მცირე რაოდენობის ტესტის ჩატარებას უკავშირდება. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 5 265 ადამიანი გამოიკვლიეს. ინტენსიურად მიმდინარეობს იმ პირთა ტესტირება, რომელთა მობილობა ბოლო პერიოდის განმავლობაში გაზრდილია. საუბარია ტაქსის მძღოლებზე, აგრარული ბაზრების მოვაჭრეებსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებზე. შესაძლოა ტესტი ჩაუტარდეთ იმ ობიექტების თანამშრომლებსაც, რომელთა აღდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, გარდა შაბათ-კვირისა, სავაჭრო ობიექტების გახსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაა დაანონსებული. რეგულაციების ნაწილი, მათ შორის რესტორნების მუშაობისა და კურორტების ფუნქციონირების აკრძალვა, 31 იანვრის ჩათვლითაა ძალაში.

დატოვე კომენტარი