ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი. გასულ დღე-ღამეში ტესტი ჩაუტარდა 13 655 პირს. ინფექციის კლების დადებითი დინამიკა მთელი კვირაა ნარჩუნდება. სპეციალისტები  მოქალქეებს მოუწოდებენ დღესასწაულები ვიწრო წრეში აღნიშნონ და ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე რეგულაციების მკაცრი კონტროლი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა.

პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებაც ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა აქტიურად ჩაიტარონ ტესტირებები.