ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

საქართველოში დღეს კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 523 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს თბილისში. დედაქალაქში დღეს გამოვლენილი მაჩვენებელი იმ რაოდენობას აღემატება, რაც დღეს აჭარაში დაფიქსირდა. 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში აღრიცხეს, 172 – აჭარაში, 117 კი – იმერეთში. ახალი ინფიცირებულები გამოვლინდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთასა და სამცხე-ჯავახეთში. ამ დროისათვის საქართველოში 11 794 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 85-ია.  კოვიდკლინიკებში მყოფი 60-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.