ეპიდემიოლოგიური ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.  ბოლო დღე-ღამეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე 506 ტესტი ჩატარდა. ექვს კოვიდცენტრში 240 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27 -ის მდგომარეობა მძიმეა. ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ 19-ით ოკუპირებულ აფხაზეთში 152 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 8190 პაციენტი. აღრიცხულია ვირუსის 10 486 შემთხვევა.