ეპიდემიოლოგიური ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი კოვიდინფიცირებული  გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 234 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 37-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში 97 კოვიდინფიცირებულია დაღუპული, გამოჯანმრთელდა 5 187 ადამიანი. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 7 136-ია.

მოამბე