ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით  ინფიცირებულთა რაოდენობამ 139 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება. რამდენიმე ქვეყანაში ვირუსის მესამე ტალღას ებრძვიან,  განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 200 739  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თურქეთშიც,  სადაც გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსით 297 ადამიანი დაიღუპა,  „კოვიდ-19“კი 61 400 ადამიანს დაუდასტურდა. რთული მდგომარეობაა უკრაინაშიც, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა ვირუსის გავრცელების პიკშია.

მოამბე

დატოვე კომენტარი