ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონის“ შტამს უკავშირდება. გასული 24 საათის განმავლობაში, იაპონიაში 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება ჩინეთშიც. შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა საფრანგეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი 390 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, მანამდე ეს მაჩვენებელი 400 ათასამდე იყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში „კოვიდ -19“-ის 349 მილიონზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 5 მილიონზე მეტი ადამიანი.