ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ყოველდღიურად. საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ანალოგიური მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 187 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთშიც ვირუსი კიდევ 36 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 142 პაციენტი.

მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, ყურადღებით გადახედონ იზოლაციის ვადის შემცირებისა და პრევენციული ზომების შემსუბუქების საკითხებს.