ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია ხუთი მლნ. ასი ათასზე მეტი ადამიანი. გართულებული ეპიდვითარების გამო, ევროპის რიგ ქვეყნებში ნაწილობრივი შეზღუდვების შემოღება იგეგმება. ავსტრიის ხელისუფლებამ, ჩრდილოეთ პროვინციებში აუცრელი ადამიანებისთვის ლოკდაუნის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. აუცრელ ადამიანებს სახლიდან გამოსვლა აეკრძალებათ. გართულებული ვითარების გამო, შეზღუდვების დაწესება იგეგმება ნიდერლანდებში, გერმანიასა და ჩეხეთში. რაც შეეხება ვაქცინაციის სტატისტიკას, ბლუმბერგის ცნობით, მსოფლიოში ვაქცინის შვიდ მილიარდ დოზაზე მეტია გამოყენებული. ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ ორ მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა მილიარდზე მეტია, ევროკავშირში 606 მილიონი, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, 437 მილიონი.