ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

ამერიკის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე აცრა შესაძლოა სავალდებულო გახდეს.

იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტი მომდევნო ნაბიჯების გამოცხადებას ხუთშაბათს გეგმავს. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაციის ჯანდაცვის ექსპერტები სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც ურჩევენ, დახურულ სივრცეში პირბადე ატარონ.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ლოკდაუნი ოთხი კვირით გაახანგრძლივეს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგულაციების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ განაცხადა. „დელტა“ ვარიანტის მატების გამო კორონავირუსის დღიური შემთხვევების ზრდა ფიქსირდება ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც. ბოლო დღე-ღამეში, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 761 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მაისის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.