ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 194 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 მილიონზე მეტი ადამიანი. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების კუთხით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძირითადად „დელტა“ ვარიანტია გავრცელებული, რის გამოც, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ აიცრან. „დელტა“ ვარიანტი დომინირებს ევროპის კონტინენტზეც. ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 20 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შემთხვევების მატების გამო, ზომები გამკაცრდა იტალიაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუზეუმებსა და რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ შესვლას.