ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

„კოვიდ-19“-ის ინდური „დელტა“ შტამი მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა ხდება. ვირუსის მუტირებული სახეობის სწრაფად გავრცელების გამო ცალკეულ ქვეყნებში უკვე გაუქმებული შეზღუდვების და რეგულაციების თავიდან ამოქმედების საკითხი აქტიურდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან გამაფრთხილებელ გზავნილს იღებს 100-მდე ქვეყანა, სადაც მითითებული შტამი ცირკულირებს. სწორედ ამ სახეობის გამო ბოლო პერიოდში ქვეყნების დიდ ნაწილში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არის გაუარესებული. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბრიტანულთან შედარებით „დელტას“ გადადების მაჩვენებელი 55%-ით მეტია.