ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

მესტიაში კორონავირუსზე 813 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ზუგდიდიდან ეპიდემიოლოგების დამატებითი ჯგუფები ჩამოვიდა. ბიოლოგიური მასალები ზუგდიდისა და ქუთაისის ლაბორატორიებშია გაგზავნილი და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ლიკა ალელიშვილი ბოლო ინფორმაციით სვანეთიდან.