ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

სვანეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მესტიის მუნიციპალიტეტიდან აღებული 30-მდე პირის ტესტის პასუხი, უარყოფითია. დღეს მესტიაში დამატებით ეპიდემიოლოგთა რამდენიმე ჯგუფი ჩადის. ხვალიდან ლენჯერის თემში უკვე განმეორებითი „პსრ“ ტესტირება იწყება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ხვალიდან ასევე იხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, რომლებიც ერთ საკარანტინო ზონად ჩამოყალიბდება. დღეიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ხანდაზმულისთვის სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათების დარიგება იწყება.

ამანათებს საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოება და ხელისუფლება ერთობლივად არიგებენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი