ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთი.

რეგიონს 513 ახალი კოვიდ-ინფიცირებული ჰყავს, რვა ადამიანი კი გარდაიცვალა. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება და სამედიცინო დაწესებულება ახალი კოვიდ-დადებითი პაციენტების მიღებას შეძლებს. ამ ეტაპზე კლინიკაში 78 კოვიდ-დადებითი პაციენტი მკურნალობს.  მათ შორის ორი კრიტიკულად მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ. კლინიკაში იმყოფებიან ბავშვები, რომლებიც საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. ასევე კლინიკაში მოთავსებულია 102 წლის ქალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

დატოვე კომენტარი