ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

კოვიდ-19-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა იმერეთში, მათ შორის ერთი თერჯოლის საავადმყოფოში. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის ინფორმაციით, 70 წლის ქალი    კლინიკაში 14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, რადგან თანმხლები დაავადებები  ჰქონდა.  ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კი ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორის ერთი თვის ჩვილი. კლინიკაში ამ დროისთვის 50 ინფიცირებული პაციენტია, მათგან ორი კრიტიკულად მძიმეა, ცხრა –  მძიმე. ინფექციურ საავადმყოფოში სამ საეჭვო პაციენტზე ლაბორატორიიდან კვლევის შედეგებს ელოდებიან.