ეპიდემიოლოგიური ვითარება გურიაში

12:16, 11.04.2021

კვლავაც პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს გურიის სამ სოფელშიც: შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში. მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში – ტესტირებაც. გადაადგილება ამ სოფლებში შეზღუდული არ არის და ამ ეტაპზე არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს, გურიის რამდენიმე სოფელში სწავლა კვლავ დისტანციურად გრძელდება.

მოამბე

მსგავსი