ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა

5 153 ადამიანი ამ წუთებში კლინიკებშია და „კოვიდ-19“-ს ებრძვის.

მათგან 1 254 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამ მომენტისთვის ქვეყანას 35 000-მდე კოვიდ-ინფიცირებული ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ მაჩვენებელი სექტემბერთან შედარებით გაორმაგებულია. დღეს გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. საავადმყოფოებში გადაყვანილთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. მძიმე ვითარებაა სკოლებსა და ბაღებში, რის გამოც კონტროლის ახალი მექანიზმები ამოქმედდება. დაიხურა 108 სკოლა და 98 საბავშვო ბაღი, 700-მდე კლასი კი ონლაინ-რეჟიმზე გადაიყვანეს. ისევ იმატა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მონაცემებმა. ამ ყველაფრის ფონზე ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი უკვე 3 000-ზე ჩამოვიდა. ყველა პარამეტრი აჩვენებს, რომ საქართველოში მორიგი ეპიდ-აფეთქებაა.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ მეხუთე ტალღა დაიწყო.