ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი

როგორ მიმდინარეობს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გართულებული ეპიდვითარების ფონზე. ქვეყანაში „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შემოსვლის შემდეგ, იმუნიზაციის ტემპმა და აცრილთა რაოდენობამ  მნიშვნელოვნად მოიმატა, თუმცა, იმუნიზაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, დღიურად ვაქცნირებულთა მაჩვენებელი კიდევ უნდა გაიზარდოს. დამატებითი ღონისძიებები ტარდება მასობრივი ვაქცინაციისთვის. სპეციალური  ამცრელი ცენტრი გაიხსნა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კორპუსში, ასევე სიახლეა ისიც, რომ  წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა ექიმებსა და პედაგოგებს უკვე შეუძლიათ, უახლოეს მომავალში კი, ეს ცვლილება ნებისმიერ მსურველს შეეხება.  დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  გარდაიცვალა 27 პაციენტი.