ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი

სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი მაინც შეფერხებით მიმდინარეობს.

პორტალის პარალიზების და ტექნიკური პრობლემების გამო მოქალაქეთა დიდ ნაწილს ადგილების დაჯავშნა გეოგრაფიულად ნაკლებად ხელმისაწვდომ ადგილებზე უწევს, პირველი დოზით უკვე აცრილთა გარკვეული ნაწილი დარეგისტრირებას ახლაც ვერ ახერხებს. ხარვეზების და შეფერხებების გასწორებას მეორე დღეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აიტი-ჯგუფი ცდილობს. საქართველოსთვის სიახლეა ის, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში ლიეტუვიდან 15 000 ვაქცინას მიიღებს, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის გამოყო. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ არ იციან, რომელ ვაქცინაზეა საუბარი.

დედაქალაქისგან გასხვავებით, ვაქცინაციის ტემპები რეგიონებში საკმაოდ დაბალია, რის გამოც საინფორმაციო კამპანიაში „იუნისეფი“ ერთვება.