ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი

გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ კიდევ 18 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა.

აღირიცხა ინფიცირების 1390 ახალი შემთხვევა. გამოვლენილი დადებითი დღიური მაჩვენებელი 3,61 % -ია. ახალი შემთხვევების უმეტესობა 790 ფაქტი თბილისს უკავშირდება. ჩატარდა 38 ათასზე მეტი ტესტი. გრძელდება ვაქცინაციის პროცესი, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში რეგისტრაციის ელექტრონული გვერდი ხარვეზებით მუშაობდა.