ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაცია საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,84 პროცენტია. პარალელურად, გრძელდება ვაქცინაცია. როდის დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია და რომელი მწარმოებლის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში, – იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ყველაზე მოთხოვნად ვაქცინებს შორის ექნებათ. გაიზრდება ასაცრელი სივრცეების რაოდენობაც, რათა პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს. რაც შეეხება ორჯერადად აცრილი ადამიანების მესამე, დამატებითი დოზით აცრას, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ეს მედიცინაში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ამასთან დაკავშირებით, საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

მოამბე