ეპიდემიოლოგიური ვითარება და პოსტ-კოვიდური სინდრომი

კლინიკებში პოსტ-კოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეთა მიმართვიანობა იზრდება.

იმატებს იმ მცირეწლოვნების რაოდენობაც, რომლებსაც კორონავირუსმა სხვადასხვა გართულება დაუტოვა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10%-ს სწორედ ბავშვები შეადგენენ, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. დაკვირვება აჩვენებს, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ ძირითადი ჩივილები ნევროლოგიურ პრობლემებს უკავშირდება. პოსტ-კოვიდური სინდრომის მქონე 500-მდე მოქალაქის კვლევის შედეგები ორ თვეში უნდა გახდეს ცნობილი. სწორედ კვლევის დასრულებისთანავე მომზადდება გეგმა, რომელიც პოსტ-კოვიდური გართულებების მართვასა და მკურნალობაში სახელმწიფოს ჩართულობას განსაზღვრავს.