ეპიდემიოლოგიური ვითარება და მზადება შეზღუდვების მოხსნისთვის

ვაქცინაციის დაანონსებულ გეგმაში ცვლილებებია.

დღეს გაირკვა, რომ სამედიცინო პერსონალის 14 000 წარმომადგენლისთვის განკუთვნილი „ფაიზერის“ ვაქცინა იგვიანებს და თებერვლის ნაცვლად მარტში შემოვა. მიზეზად კომპანიის მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნები სახელდება. არ არის გამორიცხული, რომ „ფაიზერის“ პირველ პარტიას „ასტრაზენეკამ“ დაასწროს, რომელიც ასევე სამედიცინო მუშაკებისა და მოხუცთა თავშესაფრებისთვის იქნება განკუთვნილი. სწორედ ვაქცინაცია სახელდება პანდემიის დამარცხების მთავარ იარაღად. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯერ ისევ მოქმედი შეზღუდვების უდიდესი ნაწილი ამ კვირიდან მოიხსნება. უცნობია, იგულისხმება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათიც.