ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

6 000-ს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად აჭარის რეგიონში. მათგან 959 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1843 –  კოვიდსასტუმროებში, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, 3265 ინფიცირებული რჩება. პაციენტთაგან 100-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 40 – ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს 86 პაციენტი გაეწერა, სულ აჭარაში კოვიდ-19  22 073-მა პაციენტმა დაამარცხა.  196 ინფიცირებული რჩება ბათუმის რესპუბლიკურში,  აქედან 9 კრიტიკულად მძიმეა, მართვის სუნთქვაზეა. 38 პაციენტი კი, მუდმივ რეჟიმში იღებს ჟანგბადს მაღალი წნევით.  კლინიკაში დღეს დაახლოებით 20 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.