ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

აჭარაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის კლინიკებში ამ დროისთვის 500-ზე მეტი პაციენტი რჩება, მათგან 100-ზე მეტი პირის მდგომარეობა მძიმეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 527 ინფიცირებული კოვიდსასტუმროებშია განთავსებული.