ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

კოვიდ-19-ის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში. რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 420 პაციენტი, სულ კი, რეგიონის მასშტაბით განკურნებულთა რაოდენობა 28 ათასს აჭარბებს. ამ დროისათვის აჭარაში მოქმედ კოვიდკლინიკებში 728 პაციენტი მკურნალობს, მათგან 38-ის მდგომარეობა კრიტიკულია. რეანიმაციაში მყოფი მოქალაქეები მართვით სუნთქვაზე არიან.

მოამბე