ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

აჭარაში კოვიდ-19-ის  219 ახალი შემთხვევა აღირიცხა. რეგიონის კლინიკებში 881 ადამიანი მკურნალობს. მათ შორის 149 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – 51 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 156 ადამიანი საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. არიან გამოჯანმრთელებულებიც. საერთო ჯამში ვირუსი აჭარაში 25 443-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.

 

მოამბე