ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად რეგიონის კლინიკებში 943 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 1 629, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 210 ინფიცირებული.

ამასთან, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 49 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.