ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

ისევ წითელ ზონად რჩება აჭარა, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 88 ფაქტი გამოვლინდა. გასული დღე-ღამის მანძილზე, რეგიონში 2025 „პისიარ“ ტესტი ჩატარდა. ბათუმში ამ დრომდე რჩება სპეციალურად განთავსებული ორი ღია კარავი, სადაც მოქალაქეებს კოვიდ-19-ზე კვლევას სთავაზობენ.

ვაკო ორმოცაძე თითქმის ორი კვირაა მუშაობს აჭარაში და ის ახლა რეგიონიდან ბოლო ინფორმაციით გვიერთდება.