ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 22 აჭარაში – საკონდიტრო „დონას“ კონტაქტია, ხუთის წყარო კი, დაუდგენელია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში რეგულაციების შესრულებაზე  კონტროლი გამკაცრდება და ტესტირება გახდება კიდევ უფრო ინტენსიური.

ბათუმის ბულვარში კორონავიურსზე უფასო შემოწმების კიდევ ერთი კარავი დაემატა. ამასთან,  გამკაცრდება მონიტორინგი და გაიზრდება მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ.