ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

კორონავირუსის შემთხვევებისა და დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, აჭარა კვლავ მეორე ადგილზეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში რვა ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა. გარდაცვლილთაგან ორი ქალია, ექვსი კი, მამაკაცი. მათი ასაკი 44-დან 78 წლამდეა.  44 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ინსულინდამოკიდებელი იყო, აღენიშნებოდა დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ჭარბი წონა. ყველა გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.