ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა.

ერთი იმპორტირებულია. ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა და მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე კი ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ქობულეთში 40 პირს აუღეს ანალიზები, პასუხები საღამოს გახდება ცნობილი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული იმყოფება.