ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

თბილისის შემდეგ, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ აჭარას უკავშირდება. რეგიონში ბოლო ერთ დღეში ვირუსის 461 ფაქტი დადასტურდა. 34 გარდაცვლილიდან კი, შვიდი აჭარის რეგიონის კლინიკებში დაიღუპა. რეგიონის მასშტაბით, 102 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.  მათგან 92-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.

მერაბ წულუკიძე ბოლო ინფორმაციით ბათუმიდან.