ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

გარდაცვალების შემთხვევებიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა – ორი ქალი და ორი მამაკაცი. მათი ასაკი 66-დან 87 წლამდე მერყეობს. რაც შეეხება ინფიცირებულებს, 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 207 პირი. „კოვიდ“-კლინიკებში 550 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 51 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 16 ბავშვია და 26 ორსული. დღევანდელი მონაცემებით, საავადმყოფოებში თავისუფალია 60-ზე მეტი ადგილი.