ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

172 ახალი შემთხვევა და 181 გამოჯანმრთელებული –  აჭარაში კოვიდინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღესაც აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა – 51 და 68 წლის მამაკაცები. ორივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. ამ დროისთვის რეგიონში 2 400-ზე მეტი ინფიცირებულია, მათ შორის 24 ორსული.