„კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში. ორივე იმპორტირებულია. ინფიცირებული მამაკაცები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, კარანტინში იმყოფებოდნენ. ერთი მათგანი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, მეორე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.