ეპიდემიოლოგიური ვითარება

კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურ სტატისტიკაში კლების ტენდენციაა. გუშინდელთან შედარებით, „კოვიდ-19“ დღეს კიდევ თითქმის 3 000-ით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ქვეყანაში ახლა პიკის პერიოდის გადავლის ეტაპია და ინფიცირების დინამიკის ისეთივე სწრაფ კლებას უნდა ველოდოთ, როგორი სისწრაფითაც იანვრის ბოლოს დღიური მონაცემების მატება დაიწყო. „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, ეპიდაფეთქება და საკმაოდ დამძიმებული ვითარება ჰოსპიტალურ სექტორზე მაინც აისახა. კოვიდკლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. წინ თვეში კლების ტენდენციის შემდეგ, ისევ მაღალ ნიშნულზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. დღეს კორონავირუსმა კიდევ 55 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.