ეპიდემიოლოგიური ვითარება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა, 2 712 კი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გართულებული ეპიდ-სიტუაციის ფონზე როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ვაქცინაცია და როგორია გაზრდილი მიმართვიანობის პარალელურად კლინიკებში საწოლ-ფონდის მდგომარეობა – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე.

„მოამბე“ ასევე ესაუბრა სხვადსხვა კლინიკის ხელმძღვანელებს, რომელბმაც აღნიშნული მიმართულებით კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ზოგადად, ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასეს.