ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 483 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 192 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 4 მილიონს აღემატება. შემთხვევების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე ევროპაა, სადაც 145 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მეორეზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა 121 ათასზე მეტი შემთხვევით, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 112 ათასზე მეტი შემთხვევით. ამ დროისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბრაზილიაშია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 54 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე რთული ვითარება დიდ ბრიტანეთშია, სადაც 39 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.