ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა და 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 1 924 თბილისში დაფიქსირდა. იზრდება კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელიც დღეს უკვე 9 პროცენტს აჭარბებს. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით გრძელდება ვაქცინაცია.