ეპიდემიოლოგიურ ვითარება - სპეციალისტების შეფასება

საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იწურება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია და ის არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს. ამირან გამყრელიძის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში 7 000-მდე ადამიანი განაგრძობს მკურნალობას, მათგან მძიმეა 1 665 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ახადებს, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ვაქცინაციის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 3 700 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის ქვეყანაში 56 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 364 ადამიანი.