ეპიდ-ვითარება და ვაქცინაციის პროცესი

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელთა ჯგუფები ფართოვდება.

ვაქცინაციის პროცესში რთავენ 55 წელზე უფროსი ასაკის პირებს, პოლიციელებს, სამხედროებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ მოქალაქეებს. პროგრამის გაფართოება ეხება როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო ქვეყანაში ჩამოსული ვაქცინების 3 % იმუნიზაციის ადგილზე მოქალაქეთა არასაკმარისი რაოდენობით გამოცხადების გამო ვერ გამოიყენეს. თუმცა, ბოლო დღეების ტენდენცია აჩვენებს, რომ ორივე ვაქცინაზე მიმართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. მომატებულია ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელიც. მეორე დღეა, მონაცემი 600-ს აჭარბებს, დაფიქსირდა ლოკალური ეპიდ-აფეთქებები, ჩნდება კლასტერებიც, რის გამოც მესამე ტალღის საშიშროება და წერტილოვანი შეზღუდვები სულ უფრო რეალური ხდება.